3 მარტს, 13:00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ეწვევა და დედის დღეს პირადად მიულოცავს.
ხვალვე, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცავენ.