ხვალ, 19 დეკემბერს, 09:15 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ნენსი ფეზერთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მისამართი: თბილისი, გულუას ქუჩა N10 - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა