31 მაისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (მის: თბილისი, ნოე რამიშვილის ქუჩა N38) პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.