შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.
შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.