7 მაისს თბილისში, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის დაკრძალვის ღონისძიების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება სათანადო ღონისძიებები. კერძოდ, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით. სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია. ქუთაისის ქუჩაზე, დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.