26 მაისს, 18:20 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" ბრალდებით სხვადასხვა დროს უკანონოდ დაკავებული 10 პირი გათავისუფლდა. 1. ნუგზარ გელაშვილი (ხაშურის რაიონის სოფელი კლდისწყარო); 2. გელა წოწოლაშვილი (ხაშურის რაიონის სოფელი ბროლოსანი); 3. ივანე მუმლაძე (ხაშურის რაიონის სოფელი წეღვერი); 4. როსტომ შავაძე (საჩხერის რაიონის სოფელი ხვანი); 5. როსტომ სირაძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული); 6. გია სოლოშვილი (დუშეთის რაიონის სოფელი კადოეთი); 7. იულონ დვალიშვილი (გორის რაიონის სოფელი ქვეში); 8. გიორგი ძინძიბაძე (საჩხერის რაიონის სოფელი გორისა); 9. მურმან ბურძენიძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული); 10. ჯიმშერ მაქაძე (საჩხერის რაიონის სოფელი კორბოული).