შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BKA) წარმომადგენლები და ორგანიზაციის პრეზიდენტი ბ-ნი იორგ ცირკე ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის შენობა დაათვალიერეს და ქოლ-ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BKA) პრეზიდენტმა იორგ ცირკემ აღნიშნა, რომ საქართველოს „112“ შთამბეჭდავი მოდელია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ეფექტური მუშაობისათვის მნიშვნელოვანია სამი სამსახურის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის კოორდინირებული მუშაობა, რაც საქართველოში წარმატებით ხორციელდება.