შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი ჰოლგერ მიუნხი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
გერმანელ სტუმრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრები ცენტრის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნენ.
სტუმრები „112“-ის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. დელეგაციის წევრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის სერვისების და ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.