შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს - სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.
სალომე ბასილაძე "112-ში მერვე წელია, ცენტრის გახსნის დღიდან, საპატრულო პოლიციის მიმართულებით მუშაობს.
"ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულოა. ამავე დროს, იგი უდიდესი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელო ჩემი პროფესიული საქმიანობა და მოქალაქეების დახმარება", - განაცხადა სალომე ბასილაძემ.
დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრის ხელმძღვანელისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღო.