2013 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისის №200–ე საჯარო სკოლაში დასრულდა საქართველოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული და კოორდინირებული ტაქტიკურ-სპეციალური სწავლების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების №198–ე , №200–ე , №202–ე , №203 საჯარო სკოლებში სამოქალაქო უსაფრთხოების საფუძვლების სწავლებას, უსაფრთხოების ოპერატიული შტაბების შექმნას, ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის განმტკიცებას, ბავშვების მიერ თვითგადარჩენის უნარ-ჩვევების შესწავლას, საევაკუაციო ვარჯიშების შესრულებას, ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფ სახანძრო-სამაშველო რაზმებსა და სკოლებს შორის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების გამომუშავებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით დასრულებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა.