შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრის ინიციატივით მეხანძრე-მაშველებს სამდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. ღონისძიებაში ჩართული იყო, როგორც ოპერატიული მართვის ცენტრი, ასევე, ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზების სამმართველოს თანამშრომლები და თბილისის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველები.
სამუშაო შეხვედრებზე განიხილებოდა ოპერატიულ მართვის ცენტრში ინფორმაციის შემოსვლა, მისი დამუშავების ტექნიკა. ასევე, განიხილეს შემოსულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი რეაგირების გაუმჯობესების საკითხი, რაც საბოლოოდ კოორდინირებული მუშაობის გარანტი იქნება. სწავლების დროს, თითოეული თანამშრომელი გაეცნო არსებული ტექნიკის და აღჭურვილობის მახასიათებლებს და მისი გამოყენების ინსტრუქტაჟს.
სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს სახანძრო და სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების სწორი მართვა. მსგავსი შეხვედრები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ყოველწლიურად ჩაუტარდებათ.