შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილთან ერთად, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილე ტალაიბეკ ტემირალიევს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა საკითხები განიხილეს. ზვიად ქაწაშვილმა სტუმრებს სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამთო-სამაშველო პროექტები, რომლებიც ყირგიზი და ქართველი სამთო მაშველების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ. ცენტრის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უცხოელ კოლეგებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. „112“-ის თანამშრომლებმა სტუმრებს ცენტრის განვითარების სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს.
ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილე ტალაიბეკ ტემირალიევმა „112“-ის მუშაობა დადებითად შეაფასა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.