შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და მონაწილეობით, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ვალდორფის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლა-ბაღში სპეციალური ტაქტიკური სწავლება ჩატარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სიმულაციური სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება გააკეთეს. სასწავლო განგაშის დროს, წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის დროს შენობიდან სკოლა-ბაღის პედაგოგების და აღსაზრდელების ევაკუაცია მოახდინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სასწავლო განგაშში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების და საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ, ასევე, ამავე სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის განყოფილების სახანძრო-სამაშველო რაზმმა.
სასწავლო განგაში სამკურნალო პედაგოგიურ სკოლა-ბაღის მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად მოეწყო. სწავლების მიზანია ყურადღება გამახვილდეს საგანაგებო სიტუაციების დროს ბავშვებში თვითგადარჩენის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.