შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე სამთო-სამაშველო ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მიზანს სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი სამთო-სამაშველო წვრთნა წარმოადგენდა.
ტრენინგის დახურვის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და ICDO-ს ტრენინგების დეპარტამენტის დირექტორი ვალერი ლო დაესწრნენ. მათ მაშველ-ინსტრუქტორებს – ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან – შესაბამისი სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.