შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, 50-მდე მეხანძრე-მაშველმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი დიღმის დასახლებაში, შალვა ახალციხელის ქუჩაზე, კვიპაროსის ნერგები დარგეს.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები გარემოზე ზრუნვას და ახლადდარგული ხეების მოვლას მომავალშიც გააგრძელებენ.