შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, 3 მარტს დაბადებულ ახალშობილთა დედებს დედის დღე მოიულოცეს. სამშობიაროში მათი სტუმრობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები და თაიგულები გადასცეს.