შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მაშველებმა სოფელ ხალაში ორ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ ხალაში 2 მოქალაქეს დახმარება ესაჭიროებოდა. აუცილებელი იყო მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, დიდთოვლობის გამო კი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებაზე მისვლას ვერ ახერხებდა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდა ქობულეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 5 კაციანი ჯგუფი. ჯგუფმა რამდენიმე კილომეტრის გავლა სამაშველო ავტომანქანით მოახერხა, შედეგ კი გზა ფეხით გააგრძელა. მაშველებმა ავადმყოფები 3 კმ გზის მონაკვეთზე საკაცით ატარეს და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიყვანეს. მოქალაქეები ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.