შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი გაიარეს. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
სწავლების თეორიულ ნაწილს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, პრაქტიკული ნაწილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორებმა ჩაატარეს.
ტრენინგის მონაწილეებმა მაღალ მთაზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკა, დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციის საკითხები შეისწავლეს.
სასწავლო კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციისა დონის ამაღლება.