შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ანა თაყაიშვილმა რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, პოსტ-კონფლიქტური მდგომარეობის აღდგენისა და სტაბილიზაციის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. სწავლება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა ნინო ბარქაიამ იტალიაში, ქალაქ ვიჩენცაში, ევროკავშირის პოლიციის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მისიებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატებისთვის სპეციალურად შემუშავებულ კურსს წარმოადგენდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მსგავს საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში პერიოდულად მონაწილეობენ, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.