შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო) G-3 (ოპერატიული დაგეგმარება და მართვა) სამმართველოს უფროსი გრიგოლ საკანდელიძე ბულგარეთში ტრენინგს - „საერთაშორისო საპოლიციო მისიები: უსაფრთხოება და მართლმსაჯულება“ დაესწრო. ტრენინგი პროექტ „ევროკავშირის პოლიციის სამსახურების ტრენინგი (EUPST II)“ ფარგლებში ჩატარდა.
სწავლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საერთაშორისო საპოლიციო მისიების მნიშვნელობას, ძირითად გამოწვევებს, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების კუთხით არსებულ მიდგომებსა და პრაქტიკას გაეცნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მსგავს საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში პერიოდულად მონაწილეობენ, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას.