შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
სწავლების გახსნას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე დაესწრნენ.
ტრენინგზე საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეული მუხლები განიხილეს. აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგი მიზნად ისახავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ადამიანის უფლებების დასავლური სტანდარტების შესაბამისად ამაღლებას.
სწავლების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.