შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბიბლიოთეკას სახსოვრად „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეული გადასცა.
შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს ბაზაზე არსებულ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ბიბლიოთეკას, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 600-მდე წიგნი შეემატა. წიგნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ცენტრის სხვა დანაყოფების თანამშრომელთა ინიციატივით შეგროვდა. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ეუბიძე და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე დაესწრნენ.
ბიბლიოთეკის განახლებული წიგნების ფონდი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მომსახურე ჯარისკაცებს საშუალებას მისცემს თავისუფალ დროს გაეცნონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემატიკის ლიტერატურას და ცოდნა გაიღრმავონ. აღნიშნული ტიპის ბიობლიოთეკების გახსნა შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებშიც იგეგმება.