შინაგან საქმეთა სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. გიორგი გახარიამ ყირგიზეთის პრემიერ მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრებმა მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის დანიშნულებასა და ფუნქციებზე მიიღეს ინფორმაცია.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-მაიორს, კაშკარ ჯუნუშალიევს პირისპირ შეხვდა.
ორმხრივი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გიორგი გახარიამ კოლეგას სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაცია საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრშიც იმყოფებოდა. თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრში, ყაზახური მხარე ,,ერთი სარკმლის“ პრინციპით, მოქალაქეებისთვის საჭირო საპოლიციო მომსახურების მიღების პროცედურას გაეცნო. დელეგაციის წევრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“- საც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობას.