შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 13-16 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 1983 წელს დაბადებული გ.მ-ს, 1983 წელს დაბადებული კ.რ-ს, 1952 წელს დაბადებული გ.რ-ს, 1995 წელს დაბადებული თ.ნ-ს, 1983 წელს დაბადებული შ.ხ-ს, 1977 წელს დაბადებული რ.ი-ს და 1966 წელს დაბადებული თ.ა-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.
დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 2 პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" ნალექით, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი პრეპარატი "სუბოტექსი", 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65.000 რუსული რუბლი ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.