შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობეთ, რომ წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს, 12:00 საათიდან 07: 00 საათამდე თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, N24-დან N50 მდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით:
- გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის ქუჩის N50-დან აკაკი შანიძის ქუჩის გავლით პეტრე მელიქიშვილის გამზირზე;
- ვასილ პეტრიაშვილის ქუჩიდან ამომსვლელი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის N50-დან გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე;
- თამარ ჭოველიძის ქუჩიდან ამომსვლელი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გოგებაშვილის ქუჩის N22-დან კოტე მაყაშვილის და ვასილ ბარნოვის ქუჩების, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. კოტე მაყაშვილის ქუჩიდან კი - პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩისკენ.