ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.
მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის და საზოგადოების თითოეულ წევრს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის.
პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც.