უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.
კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.