ლონდა თოლორაია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი დაბადების თარიღი: 01.12.1984
პროფესიული გამოცდილება:
2010 წლიდან საქართველოს პროკურატურაში კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით დაინერგა პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება.
მისი ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.
აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს კონცეფციის შექმნისა და არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვების სრულყოფის პროცესში.
მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებში, პროკურორთა გადამზადებაში.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
კოორდინირებას უწევდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურს და მათ საქმიანობას.
ხელმძღვანელობდა პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დანერგვის პროცესს.
2016 (ნოემბერი) - 2018 (თებერვალი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2016 წლიდან დღემდე - მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საგანი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება);
2017 წლიდან დღემდე - მიწვეული ლექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში (საგანი - სისხლის სამართალი);
2013 (სექტემბერი) - 2016 (ნოემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ანალიტიკური სამმართველოს უფროსი;
2012 (დეკემბერი) - 2013 (სექტემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი;
2010 (დეკემბერი) - 2012 (დეკემბერი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
2010 (თებერვალი) - 2010 (დეკემბერი) - მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;
2009 (აგვისტო-თებერვალი) - საქართველოს მთავარი პროკურატურა, ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი;
2009 (თებერვალი) - 2009 (აგვისტო) - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
2010 წლიდან ტრენერი:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
- სისხლის სამართლის პროცესი;
- სასამართლო უნარ-ჩვევები;
- დაკავებისა და პატიმრობის ევროპული სტანდარტები;
- გამოძიების ელექტრონული პროგრამა.
განათლება და კვალიფიკაცია:
2006-2008 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრს ხარისხი;
2006-2002 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.
მაკა ფერაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
პროფესიული გამოცდილება
2017 -2018 წწ. - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2012-2017წწ. - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი
2009-2012 წწ. -საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს, პროექტების კოორდინაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი
2008-2009 წწ. - ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს, ევროატლანტიკური თანამშრომლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
2006-2008 წწ. - მინისტრის მოადგილის თანაშემწე
პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია
2016 წ.- პროექტის ავტორი : შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში
2014 წლიდან - სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის კომიტეტის (Lanzarote Committee) წევრი
2014 წლიდან - ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების შინაგან საქმეთა სამინისტრო კომისიის წევრი/სამდივნოს უფროსი,
2010 წლიდან დღემდე- ტრენერი/ექსპერტი– ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზე,
2010 წლიდან დღემდე- ტრენერი/ექსპერტი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივ საკითხებზე,
2009 წლიდან დღემდე - ტრენერი/ექსპერტი – არასრულწლოვანთა უფლებების თემატიკაზე.
2008 წ. (იანვარი-აპრილი) - უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრი – კურსი: „ ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა“ ,შვეიცარია, ჟენევა,
2008 წლიდან დღემდე - ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმხორციელებელი უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი,
2008 წლიდან დღემდე - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა განმხორციელებელი უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი.
გამოქვეყნებული პუბლიკაციები
- 2011 წელს და 2017 წელს (განახლებული) - სახელმძღვანელო პოლიციის მუშაკთა ტრენერებისათვის – თანაავტორი. გამოცემული
- 2010 წელს გამოცემული- დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე– თანაავტორი.
განათლება და კვალიფიკაცია:
1995-2000წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა-სამართლისმცოდნეობა, ხარისხი - მაგისტრი