შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ო. და წარსულში ნასამართლევები 1989 წელს დაბადებული შ.ხ., 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შ.ხ.-მ და ვ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თბილისში ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში ავტომანქანიდან სარკეების ქურდობა სცადეს. ო.ი.-მ კი კახეთის გზატკეცილის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის გაქურდვა სცადა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.