შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ჰ. ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ჰ.ო.-ს მიერ გაყიდული 5 შეკვრა „ჰეროინი“.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.