შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ჯილდოზე ქართველი პოლიციის ატაშე პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, იაროსლავ შიმჩიკმა წარადგინა. გიორგი გამსახურდიას ბრინჯაოს მედალი პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა.
იოაჰიმ ბრუჯინსკიმ დაჯილდოვებისას გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.
საქართველოს პოლიციის ატაშეს დაჯილდოვების ცერემონია პოლონეთის ეროვნული პოლიციის გენერალთა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.