შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდეობით, 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.