შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ჯ.პ. და 1989 წელს დაბადებული თ.პ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლო ნათესავებს - ე.პ.-სა და ა.პ.-ს. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულების განაწყენება გამოიწვია სასამართლოს მიერ გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა, რომლის თანახმადაც მათ ნათესავს - ე.პ.-ს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამართალდამცველებმა ჯ.პ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდა. თ.პ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული.
გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.