შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 29 ივლისს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.