შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა (EN)
31-07-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 29 ივლისს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.