შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკელი მაგისტრანტი მოსამართლე სუზან ლი ესტუმრა. მოსამართლე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საქართველოში დანერგვის თემაზე ისაუბრეს. აღნიშნული სამსახური აშშ-ს სისხლის სამართლის სისტემის შემადგენელია და სასამართლოს მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ბრალდებულის პიროვნებისა და იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს საზოგადოებაში მის შესაძლო დატოვებას წინასასამართლო ეტაპზე. ეს სამსახური აშშ-ში ასევე ახორციელებს შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების აღსრულების ზედამხედველობას.
მხარეებმა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.