შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკელ მაგისტრატ მოსამართლეს შეხვდა (EN)
24-06-2016

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკელ მაგისტრატ მოსამართლეს შეხვდა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკელი მაგისტრანტი მოსამართლე სუზან ლი ესტუმრა. მოსამართლე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საქართველოში დანერგვის თემაზე ისაუბრეს. აღნიშნული სამსახური აშშ-ს სისხლის სამართლის სისტემის შემადგენელია და სასამართლოს მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ბრალდებულის პიროვნებისა და იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს საზოგადოებაში მის შესაძლო დატოვებას წინასასამართლო ეტაპზე. ეს სამსახური აშშ-ში ასევე ახორციელებს შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების აღსრულების ზედამხედველობას.

მხარეებმა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.