საქართველოს ვიცე -პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
გიორგი გახარიამ და სერ გარი ჯონსონმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნას.
,,ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს თქვენი შესაძლებლობები უსაფრთხოების სექტორში და კოორდინაციაში თუ როგორ განხორციელდეს ეს უკეთ. ამ მხრივ ერთობლივი მუშაობა და დიალოგი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.’’- განაცხადა სერ გარი ჯონსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.