შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო. მინისტრის განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და მხარდაჭერა.
ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისთვის, კრიტიკის, მოსაზრებებისა და წინადადებებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სამართალდამცავი სტრუქტურის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის ამაღლებასა და საზოგადოების საჭიროებებზე მეტად ორიენტირებულობას.
შეხვედრაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა შეკითხვები აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის საუბარი შეეხო საპოლიციო კონტროლს, ადამიანის უფლებების დაცვას, ნარკოპოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ მიმდინარე საკითხებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.