შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრო.
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „შინდისი გმირები„- რეჟისორმა დიტო ცინცაძემ დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღო და ის შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება.
შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენების დაწყებამდე შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.