მიმდინარე წლის მარტის თვეში შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჩატარდა რიგი საინფორმაციო-სარეკომენდაციო შეხვედრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების შესაბამის სპეციალისტებთან. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევის შესახებ შეტყობინებების მიღების და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის დახვეწა.
აღნიშნულ საკითხებთან ერთად, დისკუსიის ფორმატში, აგრეთვე განხილულ იქნა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არსებულ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.