შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის ნოემბრის თვე 524 108 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 954 932 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,4%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 243 963-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,6%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ნოემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 201 056 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21,8%);
ბ) ტრანზიტი - 119 376 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 33,4%);
გ) სხვა - 203 676 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,5%).
2017 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+7%), აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+35%), თურქეთიდან (+7%), უკრაინიდან (+3%) და ირანიდან (+93%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, პოლონეთი და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 27%, 19%, 18% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (16%), უზბეკეთი (58%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 24%-იანი ზრდა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2017 წელი, ნოემბერი