შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 11 საათზე, თბილისის მერიას ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქვს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია, რის გამოც, ღონისძიების დასრულებამდე, მოძრაობა შეიზღუდება:
- ვახტანგ გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;
- წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან მიმავალი ტრანსპორტის ნაკადი გვირაბის გავლით იმოძრავებს კომპანია "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულებით, პატარა გვირაბიდან კი ევროპის მოედნის მიმართულებით;
- ევროპის მოედანზე შეზღუდული იქნება წრიული მოძრაობა, რის გამოც ნაკადი იმოძრავებს მარცხნივ, გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით.