მიმდინარე წლის 2 აგვისტოს 16:42 სთ-ზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში სსიპ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშიდან გასული გერმანელი ტურისტების ჯგუფის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გაემგზავრა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს V ქვეგანყოფილების (მესტია) სამაშველო ჯგუფი. საძიებო-სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც მაშველებმა, მეორე დღეს, მდინარე არშირასა და ხაჩრულას შესართავთან მიაკვლიეს გზააბნეული გერმანელი ტურისტების 11 კაციან ჯგუფს. ტურისტებს შორის დაშავებულები არ იყვნენ. მაშველებმა ისინი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს დაბა მესტიაში.