შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი, ნიკოლოზ სირაძე წარუდგინა.
შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.
ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.