შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, ქუთაისის მე-9, მე-19 და 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს. ღონისძიების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სიმულაციურ სწავლებაში უშუალო მონაწილეობა მიაღებინეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა და ისტორია დეტალურად გააცნეს. პროექტის მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.