შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ კლუბის ჯგუფმა ბელორუსიასა (9-18 ივლისი) და აზერბაიჯანში (30 ინვისი - 7 ივლისი) გამართულ „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ შეჯიბრებებში სხვადასხვა ქვეყნის „ნორჩ მაშველთა“ გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ჯგუფს თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
მოსწავლეებმა შეჯიბრისთვის მომზადება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე გაიარეს. მათ სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.
აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში.
“ნორჩ მაშველებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.