საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ კლუბის გუნდი აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში „ნორჩ მაშველთა“ XV საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
შეჯიბრებაში 9 ქვეყნის გუნდი იასპარეზებს. საქართველოს გუნდს თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სირთულეს დაძლევენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ნორჩ მაშველებს“ აზერბაიჯანში გამგზავრებამდე, საწვრთნელი სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. სწავლება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.