შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.
კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.