შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ (EN)
16-06-2019

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.